ევროკავშირში ინტეგრაციის 50-ე კომისიის სხდომა

პეტრიაშვილი: ვიზების ლიბერალიზაციის პირველი ფაზა 30 ნოემბერს დასრულდება

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ვიზების ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება დაახლოებით 30 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის 50-ე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირში ინტეგრაციის 50-ე კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს 13 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიაში საქართველოს მონაწილეობის, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებით საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისიის შექმნისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მდგომარეობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები