განათლების სისტემა

სანიკიძე: სკოლებში მხოლოდ უხამსი თემატიკის ვებგვერდებია დაბლოკილი

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში საინფორმაციო პორტალები დაბლოკილი არ არის. როგორც სანიკიძემ ლიბერალის ჟურნალისტს განუცხადა, სკოლებში მხოლოდ უხამსი თემატიკის ვებგვერდები დაბლოკეს.

"ჩვენს სამინისტროს არც ერთი ვებგვერდი არ დაუბლოკავს. სკოლებში მხოლოდ ის ვებგვერდებია მიუწვდომელი, რომლებიც 18 წლამდეა აკრძალული, უხამსი თემატიკის ვებგვერდები“ - განმარტა სანიკიძემ.

სანიკიძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სკოლებში ის საინფორმაციო პორტალები დაბლოკეს, რომლებზეც განათლების სისტემის მიმართ კრიტიკული მასალა ქვეყნდება, მათ შორის ლიბერალის ვებგვერდის განათლების განყოფილება, ასევე Aris.ge-ს განათლების განყოფილება და ივერიონი, რომელზეც ცენტრის ხელმძღვანელმა ორი მიმართვა გამოაქვეყნა. 

კომენტარები