კიბერკრიმინალი

ჰაკერებმა Dropbox-ის 7 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს

flickr.com

ჰაკერებმა Cloud სისტემა Dropbox-ის 7 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ამის დასადასტურებლად მათ ინტერნეტში მონაცემების ამსახველი მასალაც გაავრცელეს.

Dropbox-ის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებლების ინფორმაცია უშუალოდ მათი საიტიდან არ იყო მოპარული. კომპანია ინფორმაციის დაკარგვის წყაროდ სხვა საიტებს ასახელებს.

კომპანიის თქმით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოიპარეს, თანაც მხოლოდ მათი, ვისაც დაცვის მხოლოდ ერთსაფეხურიანი სისტემა ჰქონდა დაყენებული.

Dropbox-ისთვის ისევ გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოახერხეს ჰაკერებმა მომხმარებელთა ფაილებსა და პირად მონაცემებზე ასეთი ფართომასშტაბიანი შეტევა.

კიბერშეტევის სავარაუდო მსხვერპლებს საიტმა ელექტრონული ფოსტით პაროლის განახლების თხოვნა გაუგზავნა.

Dropbox-მა გასულ კვირას ფაილების დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კომპანიის ცნობით, გაურკვეველი ვირუსის გამო მომხმარებლების ასეულობით ფაილი დაიკარგა. 

Cloud სისტემაზე მასშტაბური შეტევა სექტემბერში Apple-ის iCloud-იდან ჰოივუდის ვარსკვლავების ფოტოების გასაჯაროების შემთხვევა იყო. 

კომენტარები