ანტიტერორისტული კოალიცია

თურქეთი უარყოფს სამხედრო ბაზების ანტიტერორისტული კოალიციისთვის დათმობას

Aris Messinis / AFP

თურქეთის ხელისუფლებამ უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებისთვის შესთავაზა. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ამერიკასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეს ბაზები ჰუმანიტარული და ლოგისტიკური დანიშნულებით გამოიყენება და შეთანხმება ისევ ძალაში რჩება. რაც შეეხება თურქეთის მონაწილეობას შესაძლო სამხედრო ოპერაციაში, მოლაპარაკება ამ საკითხზე გრძელდება.

პარალელურად, რთულდება სიტუაცია სირია-თურქეთის საზღვარზე, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ისლამისტებმა ქალაქ კობანეს ნახევარი უკვე დაიკავეს. თურქული მედიის ცნობით, დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თურქეთის მთავარობასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის. პირველად ორი წლის განმავლობაში, თურქულმა ავიაციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ იერიში განახორციელა.

კომენტარები