ხელოვნური განაყოფიერება

Apple და Facebook თანამშრომლების კვერცხუჯრედის გაყინვას დააფინანსებენ

the telegraph

NBC-ის ცნობით, Apple მდედრობითი სქესის თანამშრომლებს იანვრიდან ახალ სერვისს შესთავაზებს - კერძოდ, მათ საკუთარი კვერცხუჯრედის გაყინვა შეეძლებათ. Apple-ის წარმოადგენლების თქმით, სერვისის მიზანი თანამშრომელთა კარიერულ წინსვლასა და, ამავდროულად, მათ ოჯახურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. 

Apple ერთადერთი არ არის, ვინც თანამშრომლებს ამ სერვისს თავაზობს, Facebook-მა მდედრობითი სქესის თანამშრომლებისთვის კვერცხუჯრედის გაყინვის სერვისის საპილოტე ვერსია უკვე აამოქმედდა. 

Facebook-ის წარმომადგენელმა NBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ქალებს წარმატებული კარიერისა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება მამაკაცებზე მეტად უჭირთ, ამიტომაც მათთვის ამგვარი სერვისის ამოქმედება კომპანიის მხრიდან დამატებით კომფორტის შექმნაა, რადგანაც გაყინული კვერცუჯრედის გამოყენება პრაქტიკულად რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც არის შესაძლებელი.

გაყინული კვერცხუჯრედის გალღობის შემდეგ მას, ქალის სურვილის შემთხვევაში, ისევ მის საკვერცხეებში აბრუნებენ და ბავშვის ბუნებრივი ჩასახვა ხდება ან ხელოვნურად ანაყოფიერებენ და დედის ორგანიზმში ნერგავენ. კომპანიები ქალებს, სურვილის შემთხვევაში, სუროგატი დედის მომსახურებასაც სთავაზობენ. 

Facebook-მა პროექტის განსახორციელებლად Pacific Fertility Center-თან სპეციალური ხელშეკრულებაც გააფორმა. კომპანია თითოეული თანამშრომლის მომსახურებაში $20 000-ს იხდის, რომელშიც სუროგატი დედის გამოყენების ნებაყოფლობითი სერვისიც შედის.

კომპანია ამ მომსახურების საფასურს საშუალო და მაღალი რგოლის თანამშრომლებისთვის გადაიხდის.

კვერცხუჯრედის გაყინვას თან გარკვეული ხარვეზებიც შეიძლება ახლდეს, რადგანაც კვერცუჯრედის ცუდად გაყინვის შემთხვევაში ნაყოფის ჩასახვის ალბათობა მცირდება - ამიტომაც კომპანია თანამშრომლებს მშობლად გახდომის სრულ გარანტიას ვერ აძლევს.

კომპანიების ამ ინიციატივას უკვე კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომელთა აზრითაც აღნიშნული პროცედურა დამსაქმებლების მხრიდან ქალებზე სექსუალური დომინირების გამოხატვის მაგალითს წარმოადგენს.

კომენტარები