CineDOC-Tbilisi

CineDOC -Tbilisi დაიწყო

14 ოქტომბერს სინედოკ თბილისი დაიწყო - დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ იმართება. 
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, გაიცნოს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ტოვა, რომელიც ხალხს სიყვარულის პოვნაში ეხმარება; ნახოს საჭადრაკო ბრძოლა, რომელიც ორი ადამიანის ცხოვრების დრამად იქცა. იმოგზაუროს კანადაში ყოფილ პატიმრებთან ერთად და გაეცნოს უნგრეთში მცხოვრებ ბოშებს. 

მაყურებელი ამოხსნის თურქული სერიალების საიდუმლოს, ასევე იმოგზაურებს თბილისში არსებულ სხვა ქალაქში, რომელსაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი ამჩნევს. 

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება სამი ძმის ცხოვრება ეკრანიდან შეაფასოს, ნახოს მარსელისა და ბობის მეგობრობის სევდიანი ისტორია. გაიცნოს ენეა და მისი მეგობრები, რომლებიც მთავარი გმირისთვის ცხოვრების მეგზურის მოსაძებნად მოგზაურობას იწყებენ - ამ ყველაფერს მაყურებელი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში იხილავს.

კომენტარები