გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ქართულმა ოცნებამ თვითონ უნდა ჩამოაშოროს ხელისუფლებას ღარიბაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი დასრულდა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მხარეებმა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებზე იმსჯელეს. არსებითი განხილვის დაწყებამდე თბილისის ყოფილმა მერმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიდის. 

"ქვეყანაში სიტუაცია უკვე მართლა საგანგაშოა. იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს პირდაპირი მნიშვნელობით შიზოფრენიკი. ჩაუწიეთ და ისე მოუსმინეთ, უფრო სწორად, ისე შეხედეთ - ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა, თვითონ ქცევა ამ ადამიანის სცდება ყველანაირი ჯანსაღი ადამიანის სტანდარტებს, გამოსავალი არის ერთი, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ, თუ ვინმეს კიდევ აქვს ჯანსაღი აზრი შერჩენილი, თვითონ დაიწყოს პროცესი იმის, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ღარიბაშვილი და შესაბამისად, ივანიშვილი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რაც ელანდებათ ამ ადამიანებს, რომ ხვალ-ზეგ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდება. ენმ დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თუ მოსასვლელად მზად არ არის. მას ჯერ კიდევ ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი. თუ ეს ყველაფერი თვითონვე არ ალაგმა და თუ არ მოძებნა ძალა ქართულმა ოცნებამ (თუნდაც შიგნით თუ ვინმეს ჯანსაღი აზრი აქვს შერჩენილი), ქვეყანა ძალიან სახიფათო მიმართულებით მიდის და ამას მერე ვერავინ ვეღარ გააჩერებს", - განაცხადა უგულავამ.

დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ, რომ 150 მოწმიდან დაახლოებით 35 აღარ დაიკითხება, მაგრამ მათი ჩვენებები საქმეში დარჩება.

კომენტარები