სოციალური ქსელი

Facebook-ის ახალი ფუნქცია მეგობრებს ეტყვის რომ სტიქიის დროს უსაფრთხოდ ხართ

0 კომენტარი
ფოტო: ABCNews

15 ოქტომბერს Facebook-მა ახალი მომსახურება Safety Check დანერგა. სერვისის გამოყენება მომხმარებელს კრიტიკული ვითარების, მაგალითად, მიწისძვრის ან ხანძრის შემდეგ შეეძლება. მისი მეშვეობით Facebook-ის მომხმარებელი საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს შეატყობინებს, რომ უსაფრთხოდ არის, სერვისის მეშვეობით მას სხვა მეგობრების მონიშნვა და მათი მდგომარეობის გაგებაც შეეძლება. 

Facebook-მა მსგავსი სერვისის ამოქმედების იდეა 2011 წელს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩენილი პოსტების განხილვის შედეგად გადაწყვიტა. სტიქიის ზონაში მცხოვრები 12 მილიონი ადამიანი საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებდა, მათი უმთავრესი კითხვა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა.

ხარ თუ არა უსაფრთხოდ?

კითხვა ნებისმიერი სტიქიური უბედურების დროს არის აქტუალური, ამიტომაც კომპანიის წარმომადგენლების აზრით, ახალი სერვისი კრიტიკულ ვითარებაში ინფორმაციის მიღების მოქნილი საშუალება იქნება.

კომპანია IP მისამართის მიხედვით თავადაც გეგმავს სტიქიური უბედურების დროს მომხმარებელთათვის უსაფრთხოების შესახებ კითხვის გაგზავნას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები