საერთო სამხედრო დაჯგუფება

დარჩიაშვილი: აფხაზეთზე ღარიბაშვილის ფორმულირება დანაშაულზე უარესია

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის და პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ აფხაზი ერი 25 წელია "თვითგამორკვევისთვის იბრძვის", დანაშაულზე უარესია. 

"ეს არის ფორმულირება, რომელიც კარდინალურად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას და საერთაშორისო სისტემის ძირითადი მოთამაშეების დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ. თუ ამაში ებმევა საქართველოს მთავრობა და ქმნის ისეთ დამოკიდებულებებს, როგორიც მხოლოდ რუსეთშია და თვითონ ამ ოკუპირებულ ტერიტორებზე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებს  ახასიათებთ, ამას შეცდომა აღარ ჰქვია, ან ეს არის ისეთი შეცდომა, რომელიც, როგორც ნაპოლეობის დროს ამბობდნენ, დანაშაულზე უარესია", - თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

კომენტარები