NATO-საქართველო

დელტა NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი გახდა

nato.int

17 ოქტომბერს საქართველო NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა. შეთანხმებას ხელი ვილნიუსში საქართველოს ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.

საქართველოს ვიცეპრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, NATO-ს ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდება დელტას სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებებისთვის, რაც ქართული ენერგოუსაფრთხოების  განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. დელტას პოტენციალი ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის.

საქართველო NATO-ს პირველი არაწევრი პარტნიორი - კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ალიანსის ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა 2005 წელს პრეზიდენტის ბრძნებულების საფუძველზე შეიქმნა. ამჟამად დელტა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. 

კომენტარები