საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილმა ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები მიიღო

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს რწმუნებათა სიგელი გადასცა. მარგველაშვილმა და ჰერმანმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზების გარდა, შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტზეც იმსჯელეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის, მათ შორის, მონიტორინგის მისიის ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ვითარების დეესკალაციის მიზნით. 

გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში გერმანიის ელჩიც მიიღო. ორთვინ ჰენიგთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო რუსეთის ფედერაციის ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. მხარეებმა იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რომელიც ამ ხელშეკრულებას შეიძლება ჰქონდეს საქართველოსა და რეგიონისთვის.

კომენტარები