შოთა არველაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

შოთა არველაძე: სააკაშვილი საქართველოს გულშემატკივარია

www.sporfc.com/
რუსულ გამოცემა "ფუტბოლთან" ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი თურქული ქასიმფაშას მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. 
 
ჟურნალისტმა ქართველი სპეციალისტს ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიაში თამაშისას მას მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა და აინტერესებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს ფეხბურთი.
 

"მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა, თუ იქ ელენე გედევანიშვილი გამოდის. ჩემთან მაშინ ჩამოდიოდა, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო. შემდეგაც ვხვდებოდით, როდესაც პრეზიდენტი გახდა. მე ახლოს ვიცნობ მის ოჯახს. სააკაშვილს ბევრის გაკეთება სურდა, მაგრამ დროს არ უცდიდა. დრო ჩვენ ყველას გვამარცხებს. მის წინააღმდეგ შანსი არ გვაქვს", - განაცხადა შოთა არველაძემ.

კომენტარები