დასაქმება

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა

დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საერთაშორისო სავაჭრო პალატამ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. მოწვეულმა სტუმრებმა და ექსპერტებმა კონფერენციაზე ახალგაზრდებში უმუშვერობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს. დასაქმების ფორუმის პარტნიორები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და გერმანიის ბიზნეს ასოციაცია არიან.
ახალგაზრდებში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლით საქართველო კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა, საქსტატის მონაცემებით 20-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა 33%-ს შეადგენს.

კომენტარები