საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით,, 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.

„15 სექტემბერს მივმართე საქართველოს პარლამენტს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე პოზიციის შესამუშავებლად. 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო განცხადება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ხოლო ხსენებული ხელშეკრულება დამატებით საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შესაბამისად, პრეზიდენტის განცხადებთ, გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად იგი იწვევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ა.წ. 28 ოქტომბერს 15:00 საათზე.

„ამასთან, ვიზიარებთ საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად უნდა იქცეს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას. ამ პრიორიტეტს დავეყრდნობით საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები