თავდაცვის მინისტრი

ალასანია: რუსებს თავს არ დავუხრით

საქართველო არ საშუალებას არ მისცემს რუსეთს მასზე ზეწოლა განახორციელოს და უარს არ იტყვის ქვეყანაში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, ქვეყანამ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან უნდა აიცილოს, რადგან საქართველოს სტაბილურობა სჭირდება. „მაგრამ, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს...   დიქტატს რუსეთის მხრიდან, თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის“.

უკრაინის მოვლენებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩვენ გვსურს, უკრაინა იყოს წარმატებული და ამასთან დაკავშირებთ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები არის ყველაზე დიდი საფრთხე უსაფრთხოებისთვის რეგიონში“.

ირაკლი ალასანიამ საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ცენტის გახსნის შესახებ ისაუბრა, რომლის შექმნაც ალიანსის უელსის სამიტზე სექტემბერში გადაწყდა. „ეს ცენტრი NATO-სა და საქართველოს ერთობლივი მმართველობის ქვეშ იქნება და გახდება დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის“,  - აღნიშნა თავდაცვის  მინისტრმა.

ალასანიამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს ასევ დაეხმარება ერთობლივი ლოგისტიკური ცენტრის შექმნაში და ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავს. საქართველოს შეიარაღებული ძალები ასევე ალიანსისგან დამატებით დახმარებას მიიღებენ გენერალურ შტაბთან მიმაგრებული NATO-ს ოფიცრების სახით.

ირაკლი ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნის გამოცდილება ერაყს გაუზიაროს, ასევ ესებს გზებს, როგორ დაეხმაროს შეერთებულ შტატებს ისლამისტებთან ბრძოლაში. 

კომენტარები