ტრანსპორტი

სადგურ თბილისი მახარისხებელში დიზელის 2 ვაგონ-ცისტერნა ლიანდაგიდან გადავარდა

სატვირთო მატარებელი სოფელ ქსანში
თამარა ქურდაძე / ტაბულა

18 ოქტომბერს დაახლოებით 18:00 საათზე სადგურ თბილის მახარისხებელში ლიანდაგიდან გადავარდა დიზელით დატვირთული 2 ვაგონ-ცისტერნა,- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

შემთხვევას აალება არ მოჰყოლია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო სამსახურის ბრიგადები. 

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია, ინციდენტის ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტები რათა დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები