საქართველოს ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი გააუმჯობესა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი გააუმჯობესა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს სუვერენული ობლიგაციების შეფასებაც გაზრდილია და ამჟამად "BB-"-ზე ფიქსირდება. 

ეკონომიკური პოერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორებად Fitch საქართველოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს ასახელებს, რომელთა ნაწილის იმპელმენტაციაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობით ხორციელდება. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც, რომლის ფარგლებშიც ამოქმედება დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ. ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს უმარტივდება ევროკავშირის ბაზრებზე წვდომა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც, სადაც 2013 წელს ქვეყანა მე-8 ადგილს იკავებს. 

Fitch ასევე აღნიშნავს პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციის მნიშვნელობას, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაში გამოიხატა. მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული რეფორმებიც, რომელმაც საბოლოოდ კორუფციის დონე შესამჩნევად შეამცირა. 

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ჯერჯერობით კვლავ საკმაოდ დაბალია. საქართველოს ეკონომიკაზე უკრაინის კრიზისის გავლენაც არც ისე ძლიერია, - წერია Fitch-ის ანგარიშში

Fitch რეიტინგის გაკეთებისას მომავლის პროგნოზირებასაც ცდილობს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ ფისკალური დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს არ ასცდეს და მთლიანი ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს. 

კომენტარები