მეწარმეობა

ესტონეთი ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ციფრულ საზღვრებს ხსნის

familyadventureproject.org

ესტონეთმა ციფრული საზღვრები გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში და დაიწყოს ბიზნესი. 2014 წლის დასასრულს ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება შეეძლება საფინანსო ოპერაციები ესტონეთში აწარმოოს და არ დასჭირდეს ქვეყანაში ფიზიკურად ყოფნა. ამითი ესტონეთი ე.წ. ელექტორონული ბინადრობის ფართოდ დანერგვას უწყობს ხელს.

ამ სერვისის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია იმ მეწარმეთათვის, რომელნიც ინტერნეტბიზნესს აწარმოებენ. მაგალითდ, ქვეყნები სადაც PayPal-ი არ ფუნქციონირებს, შეძლებენ ესტონეთში დარეგისტრირებას, სადაც აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია და შესაბამისად ისარგებლებენ PayPal-ით.

2025 წლისთვის ესტონეთი 10 მილიონამდე ელექტრონული მობინადრის დარეგისტრირებას ელოდება. ამ წელს კი 4 000-მდე საწარმო და მეწარმე მზად არის გამოიყენოს გახსნილი ციფრული საზღვრები. 

იმისათვის, რომ პირმა შეძლოს ესტონეთის ციფრული ბინადრობის ნებართვა, საჭირო იქნება მისი პირადი მონაცემების გადამოწმება, ბიომეტრული ფოტოსა და თითის ანაბეჭდების საშუალებით. ამ მონაცემების გადაგზავნას მსურველები ესტონეთის საელჩოების საშუალებით შეძლებენ. 

ელექტრონული ბინადრობის ნებართვების გაცემას შედეგად ესტონეთში 100 000-მდე ახალი კომპანიის დარეგისტრირება უნდა მოჰყვეს,- იმედოვნებენ მთვრობის წარმომადგენლები. 

კომენტარები