სტიქია

ზუგდიდსა და ქუთაისში გზების დეპარტამნეტი აღდგენით სამუშაოებს ატარებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ზუგდიდსა და ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამნეტის ტექნიკაა მობილიზებული. ადიდებული მდინარეებისგან დატბორილი გზის გაწმენდა ამინდის გამოსწორებისა და მდინარეების დონის დაწევისთანავე დაიწყება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე ხობისწყალი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის შედეგადაც ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია.

ძლიერმა წვიმამ მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზაზე, სოფელ ჟონეთში. წყალი იქაც გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა.

მცირე შეფერხების შემდეგ, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაიხსნა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი ლასდილის საავტომობილო გზაზე. დღეს დილით, ძლიერი წვიმის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა, - ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები