დაკავება პრემიერის სახლთან

აქციის მონაწილეების თქმით, პროვოკაცია პოლიციამ მოაწყო

დაკავება პრემიერის სახლთან
tzona.org

აქციის მონაწილეების განცხადებით, პრემიერის სახლთან მიმდინარე აქციის დროს, სადაც დაუზუსტებელი ინფორმაციით 8 პირია დაკავებული, პროვოკატორები პოლიციამ შეიყვანა. დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა პრემიერის სახლთან აქცია გამართეს, სადაც ღარიბაშვილისგან სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მათივე ინფორმაციის, აქციის დროს პოლიციამ პროვოკატორები არ დააკავა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროვოკაცია თავად პოლიციამ მოაწყო.

"თვითონ პოლიციამ მოახდინა დღეს პროვოკაცია. მოიყვანა პროვოკატორები ხელჩაკიდებულები. ყველამ დაინახა ეს. გადაღებულია ფოტო და ვიდეო მასალა. შემოუშვეს ისინი საგინებლად და პროვოკაციისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთი იდგა ადამიანი და იგინებოდა.

ვეხვეწვებოდი პოლიციელებს, რომ დაეკავებინათ, რადგან ადამიანებს ჩვეულებრივი ინსტიქტი აქვთ, რომ შეიძლება ვერ მოითმინოს ზოგიერთმა, მით უმეტეს მამაკაცმა, როდესაც მის გვერდზე ქალს აგინებენ. ვეუბნებოდი დაეკავებინათ და ზურგს მაქცევდნენ პოლიციელები. ეს არის მართული პროვოკაცია პოლიციელების მიერ ჭიკაიძის მხრიდან, რომ დაანახოს თავის ფაშას, რა მაგარი ტიპია", - თქვა ნადარეიშვილმა.

კომენტარები