ტაბულა

ტაბულა გმობს დემონსტრანტებისა და ჩვენი ფოტორეპორტიორის დაკავებას

ტაბულა გმობს დღეს პრემიერის სახლთან მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ დემონსტრანტებისა და ჩვენი ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე გიორგაძის უკანონო დაკავებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის, პრესის თავიუფლების განუხრელი დაცვა.

ტაბულას ფოტორეპოტიორი ალექსანდრე გიორგაძე დღეს პრემიერის სახლთან მიმდინარე აქციისას სხვა მოქალაქეებთან ერთად დააკავეს. გიორგაძემ აცნობა პოლიციას, რომ ის ტაბულას ფოტორეპორტიორი იყო და ადგილზე პროფესიულ მოვალეობათა შესრულებისას იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ტაბულა მოუწოდებს პროკურატურას დროულად დაიწყოს აღნიშნული დანაშაულის გამოძიება.

მოვუწოდებთ პოლიციას დაკავდეს თავისი პირდაპირი მოვალეობით - გახშირებულ დანაშაულთან ბრძოლით და შეწყვიტოს ოპოზიციის, მედიისა თუ სამოქალაქო აქტივისტების პოლიტიკური დევნა.

კომენტარები