ტაბულას ფოტორეპორტიორის დაკავება

ადვოკატს ტაბულას ფოტორეპორტიორთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ

ოთარ კახიძე
facebook

ადვოკატ ოთარ კახიძეს ტაბულას დაკავებულ ფოტორეპორტიორთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. ოთარ კახიძე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთა, კახეთის გზატკეცილზე იმყოფება. მისი თქმით, სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტელეფონს არ პასუხობს. არც მოკლეტექსტურ შეტყობინებას პასუხობს.

ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე პრემიერის სახლთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, ალექსანდრე გიორგაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 

 

კომენტარები