ქალებზე ძალადობა

წულუკიანი: წელს კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა დაწინაურდა

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ქალის კვლა ჰქვია". როგორც წულუკიანმა აღნიშნა, "ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ კი ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა მწარეა. რეალობა არის ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა დაწინაურდა".

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს "დიდი ხარვეზები არ აქვს და ხარვეზები ჩვენს მენტალიტეტშია". ასევე, მისი აზრით, ხარვეზებია გამოძიების პროცესშიც.

"უკმაყოფილო ვარ, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურებიანის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით და არა მკვლელობის მუხლით. ჩემი გადასახედიდან ეს მკვლელობაა. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმი", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი სოფო ზურებიანი 14 მაისს ყოფილმა ქმარმა მოკლა. ბრალდებულმა ასევე დაჭრა ზურებიანის ძმა. 

კომენტარები