მერებაშვილის დებიუტი ოფი-ში

მერებაშვილმა ოფი-ში სადებიუტო შეხვედრაში პანათინაიკოსს გაუტანა

novasports.gr

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა თბილისის დინამოსა და სერბული ვოივოდინას ყოფილმა ნახევარმცველმა, გიორგი მერებაშვილმა. შემტევი ოფი-ში მეორე ქართველია, გიორგი ლორია უკვე კრეტული კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება.

ჯენარო გატუზოს გუნდი სტუმრად, საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბს, ქვეყნის 20-გზის ჩემპიონს - ათენის პანათინაიკოსს შეხვდა. 

მატჩის 21-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი, დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მერებაშვილმა კარში გადაგზავნა. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კარში შევარდა და ანგარიში გაიხსნა. ეს ანგარიში 77-ე წუთამდე იყო ძალაში, სანამ ტრიპოცერისმა ბურთი საკუთარ კარში არ გაიტანა.

მიუხედავად ამისა, ოფი-ს ფეხბურთელები არ მოდუნდნენ და პანათინაიკოსს ხშირად უტევდნენ. შეხვედრის დასასრული საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა: მატჩის მე-4 დამატებულ წუთზე, გეორგიოს მაკრისმა ათენელებს მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლორიასა და მერებაშვილის სანახავად, ათენში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმყოფებოდა.

კომენტარები