Lufthansa

Lufthansa-ს პილოტების გაფიცვის გამო, 1 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა

An aerial view of Lufthansa planes parked on the tarmac of the closed Frankfurt's Airport
Johannes Eisele / REUTERS

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პილოტები პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის უფლების გაუქმებას აპროტესტებენ, ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცვა ყველა რეისს შეეხება, რომლებიც Airbus A320-ის და ბოინგ 737 ტიპის თვითმფრინავებით სრულდება.

სულ 1500-ზე მეტი რეისი გაუქმდა, რის შედეგადაც 200 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება. მფრინავთა პროფკავშირმა მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. 

კომენტარები