შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

გერმანიის ელჩი: არ ვიცოდით, რეალურად რა განზრახვა ჰქონდა რუსეთს

ორთვინ ჰენიგი, გერმანიის ელჩი
კვირის პალიტრა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის თაობაზე კომენტარი საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა გააკეთა. მისივე განმარტებით, შეხვედრის მიზანი ქართული მხარის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ხელშეკრულების ინიცირების შესახებ ინფორმირება იყო. 

"შეხვედრის თემა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება იყო. პირველ რიგში, ჩვენ ქართული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია, ასევე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გაგვაცნო მისი პრაღაში ვიზიტისა და კარასინთან შეხვედრის შედეგები. ყველა ჩვენგანი საკმაოდ შეშფოთებული იყო, რადგან არ ვიცოდით რა იყო რუსეთის რეალური ზრახვები. ქართულმა მხარემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ გაჩუმდეს აღნიშნულ საკითხზე და შესაბამისი ზეწოლა განახორციელოს რუსეთის ფედერაციაზე" - განაცხადა ჰენიგმა.

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს 20 ოქტომბერს გაიმართა. ქართულმა მხარემ სერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რათა არ მოხდეს აღნიშნული დოკუმენტის იმპლემენტაცია, ქართული მხარის თქმით, ხელშეკრულება სახიფათო პუქნტებს შეიცავს, რომლებშიც საუბარია აფხაზეთისა და რუსეთის საერთო ჯარზე, ასევე საერთო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

კომენტარები