აქცია პრემიერის სახლთან

გოგორიშვილი: პროტესტი მიღებული ფორმაა და ამას პრემიერი გაგებით უნდა მოეკიდოს

ხათუნა გოგორიშვილი
tabula.ge

პრემიერის სახლთან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერმინისტრი მის წინააღმეგ გამართულ აქციების ქვეყნის წინააღმდეგ გამართულ აქციებად აღიქვამს.

"ღარიბაშვილი უკვე აბსოლუტურად არაადეკვატური ხდება. ის საკუთარ თავს საქართველოსთან აიგივებს და მის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ქვეყნის წინააღმდეგ გამართულ აქიებად აღიქვამს. მე მას ვურჩევდი დაწყნარდეს, დამშვიდდეს. დემოკრატიულ ქვეყნებში აქციები და პროტესტი არის ჩვეულებრივი ფორმა და მას თუ უნდა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე იყოს ამასაც გაგებით უნდა მოეკიდოს, მით უმეტეს, რომ გაგებით მოკიდება მისი საყვარელი პატრონის ტერმინია" - განმარტა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას 19 ოქომბერს პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიასნ მხადასაჭერ აქციაზე შვიდი პირი დააკავეს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით პროვოკატორები სწორედ აქციის მონაწილეები იყვნენ და ისინი დესტრუქციულ მოქმედებებს სჩადიოდნენ.

კომენტარები