ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუ

პეტრიაშვილი: საქართველოში არ ხდება ის, რაც ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, შესაბამისად დასავლურ სამყაროსაც მეტი ყურადღება სწორედ უკრაინაზე აქვს გამახვილებული. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა თეორემაში განაცხადა კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრების განხილვილს დღის წესრიგში. 

"ქართული ოცნების მიზანს ნამდვილად წარმადგენს ის, რომ საქართველო არ იყოს რეალურად კონკრეტული დაპირისპირების საგანი მსოფლიოს ზესახელმწფოს ამერიკის შეერთებული შტატების, დემოკრატიული სამყაროსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. მაგრამ ეს არ ნიშნავს საქართველოს დღის წესრიგიდან ამოღებას. შევთანხმდეთ, რომ უკრაინის საკითხი... საბედნიეროდ დღეს საქართველოში ამ ეტაპზე პირდაპირი ღია სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, ანუ ის რაც ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში აქ არ ხდება. იქ იყო ძალიან სერიოზული ცეცხლი ჩასაქრობი. ეს ცეცხლი არ ჩამქრალა. სამწუხაროდ კონკრეტულ შედეგებს ვერ აღწევენ და არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მთელი კონენტრაცია ამ შემთხვევაში მოხდა უკრაინის მიმართულებით" - განმარტა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ასევე ნატოს მხრიდან გაძლიერებული პაკეტის მონიჭება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი კვლავ რჩება საერთაშორისო დღის წესრგიში.

კომენტარები