ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ IPN-ის მიერ ქარტიის პრინციპის დარღვევა დაადგინა

frontnews.ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაციონალური მოძრაობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დავის საგანი იყო ინტერპრესნიუსის მიერ 2014 წლის 19 ივნისს გავრცელებული მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო:

"ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. "ინტერპრესნიუსი" ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადაამოწმოს. ჩვენ ვცადეთ ასევე თავად ნადირაშვილთან და ჯაფარიძესთან დაკავშირება, რომლებსაც ამ დროისთვის მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ".

ეთიკის ქარტიის სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ საინფორმაციო სააგენტომ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაც გულისხმობს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ეთიკის ქარტის საბჭოს სხდომა ორშაბათს 20 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც ნადირაშვილთან ერთად ინტერპრესნიუსის წარმომადგენლებიც ესრებოდნენ.

კომენტარები