რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

უსუფაშვილი: რუსეთს უნდა გავუმკლავდეთ სახელმწიფოებრივი სოლიდური მოქმედებებით

Jamestown.org

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, "რუსეთი, სამწუხაროდ, რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ". მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოგვარდეს არა ჭორაობით, არამედ სახელმწიფო სოლიდური ქმედებით. 

"კვირაში ერთხელ ვანო მაჭავარიანი რაღაც ახალ თემას რომ გამოიტანს, მერე მთელი მთავრობა და პარლამენტი ამის კომენტირებით უნდა ვიყოთ დაკავებული? ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ქართულ-ებრაულისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს ორსაუკუნოვანი მეგობრობა. ახლო მეზობლებმა ეს ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, ურთიერთობების მოწესრიგება მომავალი საუკუნეების ამბავია, ამ საუკუნის შუაწელში შესაძლებელია ურთიერთობები გამოსწორდეს, მაგრამ არა - ძალიან მალე. რუსეთი, სამწუხაროდ, რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ. არა ჭორაობით, არა გუშინდელი მოგონილი ამბებით, რომელზეც 3-დღიანი კომენტარებია, არამედ სახელმწიფოებრივი სოლიდური მოქმედებებით", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი კვირის პალიტრასთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა. 

კომენტარები