სმარტფონები

აშშ-ის ტერიტორიაზე Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია

bankinfosecurity.com

20 ოქტომბერს Apple Pay ამოქმედდა. ახალი მომსახურება iPhone 6-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს, ონლაინგადახდები პირდაპირ სმარტფონიდან განახორციელონ. მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედებს, მომავალში მისი სხვა ქვეყნებში დანერგვაც არის დაგეგმილი. Apple Pay-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ამერიკის წამყვანმა 500 ბანკმა უკვე გააფორმა. Apple Pay American Express-ზე, Mastercard-სა და Visa-ს ფინანსური ანგარიშსწორების სისტემებზე მუშაობს. 

Apple Pay-ს გამოყენება მომხმარებელს თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ობიექტებზე შეეძლება. Apple Pay-ს გამოყენება დღეისათვის ისეთ ბრენდებში არის შესაძლებელი, როგორიცაა Disney Store, McDonald's, Wendy's და Chevron. Apple ამჟამად გადახდის სისტემის ქსელის გაფართოებაზე მუშაობს.

Apple Pay-ს მეშვეობით გადახდა მომხმარებლის ბიომეტრიული მონაცემებით, კერძოდ კი, თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი, ამისთვის ახალ iPhone-ს თითის ანაბეჭდის ამომცნობი სკანერი Touch ID აქვს. Apple-მა აშშ-ში iPhone 6-ის მომხმარებლებს Apple Pay-ს გამოყენებისა და მოხმარების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა, მომხმარებლებს უსაფრთხოების წესებიც გააცნეს.

მომსახურება iPhone 5-ზეც იქნება შესაძლებელი, რადგანაც ამ მოდელსაც შეუძლია თითის ანაბეჭდის ამოცნობა.

Apple-მა iPhone 6-ში უსაფრთხოების რამდენიმე აპლიკაცია დაამატა, რომლებიც დაკარგული ტელეფონის გლობალური ნავიგაციის მეშვეობით პოვნასა და Apple Pay-ს ანგარიშის დისტანციურად დაბლოკვას ითვალისწინებს.

Apple Pay-ს ამოქმედების შემდეგ კომპანია ფინანსური საიდუმლოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზის მფლობელი გახდება. 

კომენტარები