აშშ ISIS-ის წინააღმდეგ

თურქეთი ქურთების შეიარაღებას მხარს არ დაუჭერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი არ დართავს ნებას შეერთებულ შტატებს, შეიარაღება მიაწოდოს ქურთებს, რომლებიც სირიაში, თურქეთის საზღვართან ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სირიაში მებრძოლ ქურთებს ანკარა თურქეთში მოქმედ აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან აიგივებს და მათ შეიარაღებას მხარს არ დაუჭერს. თუმცა, თურქეთმა მისი ტერიტორიის გავლით ერაყელი ქურთების ფორმირებებს სირიაში გზა გაუხსნა.

ბრძოლები ქურთებსა და ისლამისტებს შორის თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანეში გრძელდება. შეერთებულმა შტატებმა ქურთებს იარაღის ერთი პარტია საჰაერო გზით უკვე მიაწოდა. 

კომენტარები