გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა

პარაოლიმპიელ ოსკარ პისტორიუსს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

http://abcnews.go.com/

სამხრეთ აფრიკაში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. პარაოლიმპიელ ოსკარ პისტორიუსს მოსამართლემ მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პისტორიუსმა 29 წლის მოდელი რივა სტინკამპი გასული წლის თებერვალში, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მისი თქმით, მეგობარი გოგონა სახლში შემოპარული მძარცველი ეგონა. მხარეებს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვთ. 

კომენტარები