დაკავება პრემიერის სახლთან

პრემიერის სახლთან დაკავებულ პირს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

პრემიერის სახლთან დაკავებულ ლევან კვარაცხელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატი გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მისი თქმით, კვარაცხელია სოციალურად დაუცველია და თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის სახლთან გამართული აქციის დროს, 19 ოქტომბრის საღამოს რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე. თავდაპირველად, შვიდივე დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. თუმცა, მოგვიანებით, ლევან კვარაცხელიას საქმე გადაკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები