სმარტფონები

Samsung Note 4-ისა და Galaxy Alpha-ს გაყიდვები საქართველოში დღეიდან დაიწყება

Samsung Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს სმარტფონების შეძენის შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს დღეიდან მიეცემა.

Galaxy Note-ის სერია აერთიანებს სმარტფონის და უბის წიგნაკის ფუნქციებს. მოდელს ასევე აქვს S-pen ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე ხელით ჩანაწერების გაკეთება და ხატვაც კი.

Galaxy Note 4 მომხმარებელს ჯანმრთელი ცხოვრების წესის წარმართვაშიც დაეხმარება. ტელეფონს ჩაშენებული აქვს აპლიკაციები, რომელიც მის მფლობელს ხელს უწყობს როგორც ჯანმრთელობის მონიტორინგში, ასევე ისეთი რისკების თავიდან აცილებაში, როგორიცაა ზედმეტი დოზით ულტრაიისფერი დასხივების მიღება.

Samsung Galaxy S4-ის გარდა, გაყიდვაში ჩაეშვა Samsung Galaxy Alpha, რომელიც პრემიუმ ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. Samsung-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარდა დახვეწილი დიზაინისა, სმარტფონს შენარჩუნებული აქვს ყველა ტექნიკური უპირატესობა, რაც Samsung Galaxy Note-ს გააჩნია.

კომენტარები