ოქრიაშვილი სკანდალში

იანსენსი: ოქრიაშვილი არაპროფესიონალივით იქცევა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები ჯერ ირლანდიას, შემდეგ კი გიბრალტარს შეხვდა, თორნიკე ოქრიაშვილი საკუთარ კლუბში დღემდე არ გამოჩენილა. ბელგიურ გენკში ამაოდ ელოდნენ ქართველის ჩამოსვლას, შემდეგ კი მწვრთნელთა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, ნახევარმცველი დუბლებში გადაიყვანეს.

მიუხედავად ამისა, ოქრიაშვილი ბელგიაში არ ჩასულა. ბელგიურ პრესაში საკითხი კვლავ აქტუალურია. მოთამაშის აგენტის განცხადებით, ოქრიაშვილს ოჯახური პრობლემები აქვს, რომელსაც არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ფეხბურთელის მოასანახულებლად პირადად აპირებს თბილისში ჩასვლას და საკითხში გარკვევას.

ბელგიურმა ვებგვერდი votebalnieuws.be, გენკის დირექტორს, პატრიკ იანსენსს დაუკავშირდა. მან ყურადღება ფეხბურთელთა მოწესრიგებულობასა და დისციპლინაზე გაამახილვა და განაცხადა, რომ ქართველი არაპროფესიონალივით იქცევა.

"ფეხბურთელების მოძიებისას, მოთამაშეების წარსულს ბევრად უკეთ უნდა გავეცნოთ, მისი ტექნიკური მახასიათებლები საკმარისი არ არის. ოქრიაშვილის შემთხვევაში ყველამ ვნახეთ, რომ მას ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ იქცევა როგორც პროფესიონალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ის B-გუნდში გადავიყვანეთ. ჩვენი არჩეული მოთამაშეები უნდა აკმაყოფილებდნენ მორალურ მოთხოვნებსაც," - განაცხადა პატრიკ იანსენსმა.

კომენტარები