თბილისის საქალაქო სასამართლო

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულები 500-500 ლარით დააჯარიმეს

საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიერ წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული იანა იდოიანი და როლანდ დიასამიძე 500-500 ლარით დააჯარიმეს. საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მანდატურის სამსახურმა ორივე პირი, "სასამართლოს მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობისთვის დააკავა" და დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციისას დაკავებული პირების პროცესზე ინციდენტი მოხდა. დარბაზში მყოფ მოქალაქეს მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა, ხმაურით ხელი არ შეეშალა სხდომის მიმდინარეობისთვის, რის შემდეგაც, დარბაზის დატოვება მოსთხოვა. დამსწრე არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რის გამოც იგი სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ახალგაზრდა ქალსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება სასამართლო დარბაზის გარეთაც გაგრძელდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ქალბატონი და მისი თანმხლები მამაკაცი დააკავეს. ინეტრპრესნიუსის ცნობით, ძალის გამოყენებით გაყვანისას ახალგაზრდა ქალს ხელი დაუშავდა. 

კომენტარები