აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ჯონ კერი: რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა დასრულდეს

0 კომენტარი
ფოტო: truthrevolt.org

"მსოფლიოს ბევრ ნაწილში თავისუფლება ისევ საფრთხეშია",- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბერლინის კედლის დაცემის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა. ამ კონტექსტში ჯონ კერიმ უკრაინაში რუსული აგრესია ახსენა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად უნდა შეჩერდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გაიაზრებს, თუ რამდენად სერიოზულია მსოფლიოს ძალისხმევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დასაცავად. ჯონ კერიმ ბავშვობა გაიხსენა, რომელიც ბერლინში გაატარა, სადაც მამამისი დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა.

"12 წლის ვიყავი, როდესაც დიპლომატიური პასპორტის პრივილეგიით ვისარგებლე და აღმოსავლეთ ბერლინში ველოსიპედით გადავედი. იმდენად დიდ სხვაობა დავინახე, რომ შევშინდი და მალევე უკან დავბრუნდი. პოლიტიკური ლიდერების არჩევის, კრიტიკის, იმის თქმის და კეთების შესაძლებლობა, რაც გსურს - ეს თავისუფლებები საფრთხეშია მსოფლიოს ბევრ ნაწილში, ევროპაშიც კი. რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა დასრულდეს. გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურ დიპლომატიას ვაწარმოებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინაა, რომელიც შეიძლება გახდეს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის", - თქვა ჯონ კერიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები