აფეთქება თბილისში

ვაზისუბანში ყოფილი პოლიციელის, ვალიკო დევრისაშვილის კუთვნილი მანქანა აფეთქდა

metro.us

გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ყოფილი პოლიციელის, ვალიკო დევრისაშვილის კუთვნილი მანქანა აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა უცნობმა პირებმა ააფეთქეს. დევრისაშვილის მეზობლად შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მშობლები ცხოვრობენ, სადაც იზორია სტუმრად მიდის ხოლმე.

ვალიკო დევრისაშვილს ახლა კერძო ბიზნესი აქვს. ის პოლიციაშია დასაკითხადაა გადაყვანილი.

ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

კომენტარები