მოხის მეჩეთი

ზაქარეიშვილი: მოხის მეჩეთის ადგილას ბიბლიოთეკის აშენება მისაღებია

სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი და საჭიროა მუშაობა.

"არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კითხვები, ურთიერთგამომრიცხავი საკითხებია. საჭიროა ამიტომ მოლაპარაკება და მუშაობა. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა ბიბლიოთეკისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი იქნება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ "აუცილებელია შესწავლილი იყოს, წარსულში რა იყო ეს შენობა, რადგან ადგილობრივი ქრისტიანები ერთს ამბობენ და მუსლიმები კი - მეორეს".

კომენტარები