შსს

შსს-მ ვაზისუბანში მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაზისუბანში ყოფილი პოლიციელის ვალიკო დევრისაშვილის კუთვნილი მანქანა ააფეთქეს. მათი ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს. ამ წუთებში დევრისაშვილს პოლიციაში კითხავენ.

ტაბულას გადამღებ ჯგუფს შემთხვევის ადგილზე შუშის ნამსხვრევები დახვდა. ვაზისუბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხმა დაახლოებით დილის 03:00 საათზე გაიგეს, თუმცა, დილით მხოლოდ მინის ნამსხვრევები ნახეს.

დევრისაშვილის მეზობლად შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მშობლები ცხოვრობენ. 

კომენტარები