საქართველო-იაპონიის ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ბუნმეი იბუკიმ ორი ქვეყნის ურთიერთობის თაობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ყირიმის ანექსიის საკითხზეც გაამახვილა.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა უმასპინძლა და მას საკანონმდებლო ორგანოს შენობა დაათვალიერებინა. 

კომენტარები