ავიაკატასტროფა

ვნუკოვოს აეროპორტის კიდევ ოთხი თანამშრომელი დაკავეს

Reuters

რუსმა სამართალდამცველებმა ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მათ შორის არიან აეროპორტის წამყვანი ინჟინერი, ფრენების ხელმძღვანელი, დისპეტჩერი და დისპეტჩერი-სტაჟიორი. გამოძიების ვერსიით, მათ ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ვერ უზრუნველყვეს. რის შედეგადაც ფრანგული კომპანია ტოტალის პრეზიდენტი და მის თანმხლები პირები დაღუპნენ.

მანამდე დაკავებულ თოვლის საწმენდი მანქანის ოპერატორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მის სისხლში ალკოჰოლის კვალი აღმოჩნდა, რასაც დაკავებულის ადვოკატი უარყოფს. მისი თქმით, ვლადიმირ მარტინენკო უდანაშაულოა და მხოლოდ დისპეტჩერის მოთხოვნებს ასრულებდა. 

21 ოქტომბრის ღამეს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში კომპანია ტოტალის პრეზიდენტის კრისტოფ დე მარჟერის კერძო თვითმფრინავი ფალკონ 50 აფრენისას თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა. კატასტროფის შედეგად ტოტალის პრეზიდენტი და ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპნენ. დე მარჟერი მოსკოვში რუსეთის მთავრობასთან არსებულ საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად იმყოფებოდა. 

კომენტარები