განათლება

სამინისტრო აგრარულის საქმეზე სასამართლოთი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს

ეკონომიკის სამინისტრომ აგრარული უნივერსიტეტისაგან 400 000 ლარის საბანკო გარანტიის 4 თვით გაგრძელება მოითხოვა.

ორი კვირის წინ საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს უნივერსიტეტის მხრიდან ყველა საინვესტიციო ვლდებულების შესრულება, თუმცა აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამინისტო კანონის უხეში დარღვევით უგულებელყოფს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

აგრარული უნივერსიტეტის მიერ ჩადებული ინვესტიცია სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა აღიაროს. სააგენტოს ხელმძღანელი ეკონომიკის მინიტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ სამინისტროს სასამართლოს დადგნილება ჯერ არ მიუღია.

აგრაული უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ დამატებითი დოკუმენტი, რომელზეც მინისტრის მოადგილე საუბრობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაუსრულებელი დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა ზოგიერთი შენობა ვერ აღმოაჩინეს, მათ შორის ის შენობაც, რომელშიც ლაშა გოცირიძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 მილიონისა მხოლოდ 6 მილიონამდე სლარის ინვესტიციას ადასტურებს.

ამასთანავე სამინისტროს მიერ რეკომენდირებულმა სამმა აუდიტორულმა კომპანიამ ეიუაი ჯორჯიამ, გრანტ ტორნტონმა და FMG-მ საკუთარ დასკვნებში, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის გაანტია უნდა გმაოთავისუფლებულიყო, დაწერეს, რომ უნივერსიტეტმა მითითებულ ვადებში იმაზე 30%-ით მეტი ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე ეს ხელშეკულებით იყო გათვალისწინებული.

აგრარული უნივერსიტეტის მხარე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრო არ აპირებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის წინააღმდეგაა მიმართული.

აგრარული უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც და მოხარულია რომ საქმის მიმდინარეობამ სასწვლო პროცესს ხელი არ შეუშალა.

დიდი ოთხეულიდან ერთერთის, იუაი საქართველოს აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ 2013 წლის 24 დეკემბრისათვის უნივერსიტეტის მიერ შესრულებულმა საინვესტიციო ვალდებულებამ დღგ-ს გარეშე - 11, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 13 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 8 მილიონს აჭარბებს.

კომენტარები