ზაზა დავითაიას ცემა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასავალ-დასავალის თანამშრომლის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების განმარტებით, ავთანდილ კემულარიამ 22 ოქტომბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა.

კემულარია ინციდენტის მეორე დღეს დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს. 

კომენტარები