ჯანდაცვა

საქველმოქმედო ორგანიზაციების დაფინასებული მკურნალობა აღარ დაიბეგრება

სვოან პარკერი / REUTERS

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ახალი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომლის შედეგადაც ბენეფიციარები, რომლებმაც სამედიცინო მომსახურება საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან მიიღეს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ცვლილებების პაკეტი 23 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. ნოდარ ხადურის თქმით, აღნიშნული ინიციატივის მოქმედება გავრცელდება 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარები, ვინც საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან 2014 წელს მიიღეს სამედიცინო დახმარება, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. აღნიშნული სარგებლის თანხა არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში და, შესაბამისად, ის თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარები საშემოსავლო გადასახადისგან აგვისტოს თვეში გათავისუფლდნენ. 

კომენტარები