სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ჯერჯერობით არ გადახედავს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. ევროპელმა ლიდერებმა ამ შეხვედრაზე კლიმატის შესახებ ახალი შეთანხმება დაამტკიცეს. დოკუმენტი 2030 წლამდე გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას და ენერგოეფექტურობის 27%-ით გაზრდას ითვალისწინებს. ასევე გათვალისწინებულია ამ ვადაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილს გაზრდა 27%-მდე, რამაც ევროკავშირის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. სამიტზე ასევე ებოლას საფრთხესთან ბრძოლის საკითხი განიხილეს. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, ევროპელ ლიდერებს დაემშვიდობნენ.  

"მინდა ვთქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი ვარ. ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა და ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს საკითხი უფრო რთული იყო.  კომისარი კვიპროსიდან ქრისტოს სტილიანიდესი ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორად დავნიშნეთ. დიდი უთანხმოება არსებობს რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმასა და მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. ამიტომაც ამჟამად სანქციების მოხსნაზე საუბარი არ შეგვიძლია", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

კომენტარები