გამოცდების ეროვნული ცენტრი

შესაძლოა, აბიტურიენტებს არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც დაემატოთ

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

შესაძლოა, მომავალი წლიდან აბიტურიენტთა ჩასაბარებელი არჩევითი საგნების ნუსხას სამოქალაქო განათლება დაემატოს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ეს ინიციატივა სწორედ ცენტრს ეკუთვნის და გადაწყვეტილებას უმაღლეს სასწავლებლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში განათლების და მეცნიერების ამინისტროც მონაწილეობს, თუმცა, მისი თქმით, ეს პირველ რიგში უმაღლესი სასწავლებლების გადასაწყვეტია.

"ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბება, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესში", - თქვა მიმინოშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგანია IX-X კლასებში, ხოლო არჩევითი დისციპლინაა - XI-XII კლასებში. ამასთან, მიმინოშვილის თქმით, სამოქალაქო განათლება დაბალ კლასებში სხვა საგნებთან არის ინტეგრირებული.

"ჩემი მოსაზრებით, გაცილებით უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საგნის სწავლას", - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო აპირებს, ქვედა საფეხურებზეც სავალდებული გახადოს აღნიშნული საგანი. 

კომენტარები