ვლადიმირ პუტინი

პუტინი უკრაინის კრიზისში აშშ-ს და დასავლეთს ადანაშაულებს

ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინის კრიზისის პროვოცირებაში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის სისტემის ნგრევაში დაადანაშაულა. რუსეთს პრეზიდენტი სოჭში, ვალდაის ფორუმზე საერთაშორისო ექსპერტების წინაშე დასავლეთის მწვავე კრიტიკით გამოვიდა.პუტინის თქმით, ვაშინგტონი მსოფლიო მასშტაბით რადიკალურ ძალებს და ფერად რევოლუციებს მფარველობს. პუტინმა დასავლეთს ახალი, უფრო სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებისაკენ და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ სანქციები მის ქვეყანას ვერ შეასუსტებს. 

"შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცივი ომის ეგრეთ წოდებულმა გამარჯვებულებმა მოინდომეს გააგრძელონ ზეწოლა, გადააკეთონ მთელი მსოფლიო მხოლოდ საკუთარ ინტერესებში... მოწინააღმდეგეების მიართ გამოიყენება ძალისმიერი ოპერაციები, ეკონომიკური ზეწოლა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, აპელირება საერთაშორისო სამართალზე... დღესდღეობით ძალზე გაზრდილია ახალი მწვავე კონფლიქტების ალბათობა დიდი სახელმწიფოების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილოებით. უკრაინა ასეთი კონფლიქტის მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ არა უკანასკნელი... ჩვენი კოლეგები თავის დროზე ამგვარი პროცესების მართვას, რეგიონული კონფლიქტების და ფერადი რევოლუციების პროვოცირებას ცდილობდნენ, თუმცა ჯინი ბოთლიდან გაექცათ და რა ქნან, თავად მართვადი ქაოსის თეორიის ავტორებმა აღარ იციან. ასეთი კონფლიქტები იმითაც არის საშიში, რომ გარშემო ქაოსისა და უკანონობის ზონებს ქმნის, სადაც თავს კარგად გრძნობენ ტერორისტები, დამნაშავეები. ყვავის მეკობრეობა, ადმიანებით ვაჭრობა და ნარკობიზნესი", - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები