აქცია პრემიერის სახლთან

გიორგაძე: ჩემს დაკავებაში მონაწილეობას პოლიციის სამმართველოს უფროსი იღებდა

19 ოქტომბერს პრემიერ ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავებაში პატრულის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას სავარაუდოდ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე იღებდა. კადრებზე ჩანს, რომ როგორ აქტიურ მონაწილეობას იღებს ალექსანდრე გიორგაძის დაკავებაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, სავარაუდოდ, შალვა ბარელიძე. თავად ალექსანდრე გიორგაძე დარწმუნებულია, რომ კადრებზე აღბეჭდილი ადამიანი შალვა ბარელაძეა. ფოტორეპორტიორი ამბობს, რომ შალვა ბარელაძეს არ წარუდგენია თავის თავი როგორც პოლიციელს და მისი დაკავების წინ პროვოკაციაც მან მოაწყო.

კომენტარები